აშშ-ში ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა. ძლიერ ქარიშხალსა და სეტყვას ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, სამი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.

5 შტატში, 22 მილიონი ადამიანი სტიქიის გამო რისკის ზონაში რჩება. 200 000 კი ელექტროენერგიის გარეშეა.

სკოლებში შეჩერებულია სასწავლო პროცესი. ძლიერმა ქარიშხალმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები და  დატბორა ქუჩები.