დღეს პარლამენტი ოფშორების შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების შესახებ იმსჯელებს. 12:00 საათზეა ჩანიშნული საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის მოხსენებით დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო 3 მაისს დაადო და მოტივირებული შენიშვნებით „საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები პარლამენტს დაუბრუნა.