Financial Times-ის ინფორმაციით, ამერიკელი სენატორებმა დღეს ახალი კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტზე აშშ-ს სანქციებს მნიშვნელოვნად გააფართოებს. აშშ-ს კონგრესში რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა,  ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის შესახებ” კანონპროექტი უკვე დააინიცირეს. დოკუმენტის ავტორებს შორის, ორივე პარტიიდან კიდევ შვიდი კონგრესმენი ფიგურირებს.

მედიის ცნობით, სანქციები  მიმართულია როგორც რუსული ნავთობტანკერების წინააღმდეგ, რასაც რუსეთი სანქციებისთვის თავის ასარიდებლად იყენებს, ასევე გათხევადებულ აირთან დაკავშირებული პროექტების წინააღმდეგაც.

როგორც მედია წერს, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, დოკუმენტი გააფართოებს შეზღუდვებს რუსეთის თავდაცვითი მრეწველობასთან მიმართებით და დარტყმა იქნება არქტიკაში არსებული ბუნებრივი აირის გათხევადების პროექტებზე.

ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებს მოსკოვი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის მიერ ენერგეტიკულ სექტორზე დაწესებული შეზღუდვების ასარიდებლად იყენებს. ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მოსკოვის ომის დაფინანსებას ემსახურება.

FT აღნიშნავს, რომ აღნიშნული ხომალდები ფარული მფლობელობით გამოირჩევიან, რაც სანქციების აღსრულებას ართულებს, თუმცა უშუალოდ ამ გემების წინააღმდეგ მიღებული ზომები ეფექტიანად საკმაოდ მიიჩნევა.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სანქციები ასევე რუსეთის თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) პროექტებსა და ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო ბაზასაც შეეხება.