აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი და ირანთან ომი შესაძლოა მალე დასრულდეს. ტრამპმა ეს განცხადება სამხრეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან უკვე მოაგვარა რვა ომი და რომ რუსეთ-უკრაინის ომი და ირანთან ომიც მალე დასრულდება. „მე მოვაგვარე რვა ომი ან ისეთი სიტუაციები, რომლებიც ომებად აღიქმებოდა. ახლა კი კიდევ ორი ​​ომის დასრულებასთან ვართ ახლოს — რუსეთსა და უკრაინას შორის და ირანთან ომის. ისინი, ასე თუ ისე, დასრულდება“, - განაცხადა ტრამპმა.

მანამდე მან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება შესაძლოა იმაზე უფრო ახლოს იყოს, ვიდრე ოდესმე.

www.interpressnews.ge