ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაძაბულობის ფონზე, ამერიკის საფონდო ბაზრის ძირითადი ინდექსები პარასკევს კვლავ დაეცა, ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სავაჭრო სესიის დასრულებისას, S&P 500 დაახლოებით 1.6%-ით დაეცა, ტექნოლოგიური ინდექსი Nasdaq Composite კი დაახლოებით 1.4%-ით შემცირდა. უარყოფითი დინამიკა დაფიქსირდა ასევე Dow Jones Industrial Average-ზეც, რომელმაც დაახლოებით 1.6%-იანი ვარდნა აჩვენა და ბოლო თვეების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულთან აღმოჩნდა.

ბაზარზე გამოქვეყნებულმა ახალმა ეკონომიკურმა მონაცემებმა ინვესტორების მოლოდინებიც შეცვალა. მათი ნაწილი უკვე ვარაუდობს, რომ Federal Reserve შესაძლოა ზაფხულის დასაწყისში საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე დაფიქრდეს. ამ დროისთვის ბაზარზე განაკვეთის შემცირებისა და მისი უცვლელად დატოვების შანსები თითქმის თანაბრად ფასდება.

როგორც Morgan Stanley Wealth Management-ის მთავარმა ეკონომისტმა აღნიშნა, არსებული ეკონომიკური სიგნალები მონეტარულ პოლიტიკას რთულ არჩევანის წინაშე აყენებს. მისი თქმით, შრომის ბაზარზე შესუსტების ნიშნები განაკვეთის შემცირებისკენ მიანიშნებს, თუმცა ნავთობის ფასების ზრდა ინფლაციის რისკებს აძლიერებს, რაც ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას ართულებს.