ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ენერგეტიკულ ბაზრებზე უდიდესი შოკი გამოიწვია, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის ეს მხოლოდ ენერგორესურსების პრობლემა აღარ არის, იგი ვალის ტვირთის ზრდას, სურსათის გაძვირებასა და განვითარების შეფერხებასაც იწვევს.

„ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება საჭირო შვებას მოიტანს, თუმცა კონფლიქტის ეკონომიკური და სოციალური შედეგები, სავარაუდოდ, ხანგრძლივი იქნება“, - აცხადებს ანტონიო გუტერეში.

წყარო: ინტეპრესნიუსი