Cheaphotels.org-ის ანგარიშის თანახმად, მაიამი-ბიჩი ახალი წლის აღსანიშნავად მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ადგილია.
კვლევის ფარგლებში, ექსპერტებმა შეადარეს სასტუმროების ფასები მსოფლიოს 60 მსხვილ ქალაქში. თითოეული ქალაქისთვის დაფიქსირდა ყველაზე იაფი ორადგილიანი ნომრის ფასი სამი ღამის განმავლობაში 30 დეკემბრიდან 2 იანვრამდე. კვლევაში შედიოდა ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროები, რომლებსაც მინიმუმ 3 ვარსკვლავიანი რეიტინგი ჰქონდათ.
მაიამი-ბიჩში, რომელიც სიის სათავეში მოექცა, ყველაზე იაფი სასტუმროს ნომერი 1187 დოლარი ღირს. იანვრის ჩვეულებრივ ფასებთან შედარებით, მოგზაურებს ამ აშშ-ის საკურორტო ქალაქში ღამეში 197%-ით მეტის დახარჯვა მოუწევთ.
მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირადღირებული მიმართულება ახალი წლისთვის. ჩამოთვლილი ფასები ასახავს ყველაზე იაფ ორადგილიან ნომერს 30 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში:
1. მაიამი ბიჩი $1,187 (+197%) იანვრის ჩვეულებრივ ფასებთან შედარებით);
2. რიო-დე-ჟანეირო $1,172 (+284%);
3. ნიუ-იორკი $1,164 (+218%);
4. ედინბურგი $1,040 (+316%);
5. სიდნეი $1,035 (+248%);
6. ვენა $994 (+257%);
7. კანკუნი $987 (+116%);
8. ამსტერდამი $924 (+165%);
9. კოპენჰაგენი $814 (+110%);
10. პარიზი $796 (+74%).
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე