ივანე აივაზოვსკის ნახატი „ვენეცია ღამით. სან ჯორჯო მაჯორე“ ლონდონში აუქციონზე 1,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონის დეტალები Sotheby's-ის ვებსაიტზე განთავსებულ ლოტის ბარათზეა მოცემული.
ესტონელი კოლექციონერის ოჯახმა პეიზაჟი XIX საუკუნის ბოლოს სანქტ-პეტერბურგში შეიძინა და მას შემდეგ კერძო კოლექციაში ინახავდა.
1862 წლის ნამუშევარი მხატვარი მარინისტის 10 ნახატიდან ყველაზე ძვირადღირებული გახდა, რომლებიც აუქციონის „Fabergé, Imperial & Revolutionary Art“ ფარგლებში გაიყიდა.
ნახატების გაყიდვიდან მთლიანმა შემოსავალმა დაახლოებით 4 მილიონი დოლარი შეადგინა.