Post Office Travel Money-მ 50 ევროპული ქალაქის ხარჯების ბარომეტრის უახლესი კვლევა გამოაქვეყნა და ის მიმართულებები გამოავლინა, სადაც მიმდინარე წლის ზაფხულში მოგზაურობა ყველაზე ძვირი იქნება.

ყოველწლიურ ანგარიშში 12 ძირითადი ყოველდღიური ტურისტული ხარჯია ორი ადამიანისთვის დაანგარიშებული. ანგარიში ისეთ სტანდარტულ ხარჯებს მოიცავს, როგორებიცაა: ფინჯანი ყავა, ქილა Coca-Cola ან Pepsi, ჭიქა ღვინო და სამკერძიანი ვახშამი ორ ადამიანზე, ასევე აეროპორტიდან მგზავრობა, 48 საათიანი სამგზავრო ბარათი, ძირითადი მუზეუმების და ღირსშესანიშნაობების ბილეთები და სხვა.

Post Office Travel Money-ის ანგარიშის თანახმად, 2026 წელს დასასვენებლად ევროპის ყველაზე ძვირი ქალაქების სია ასეთია:

  • ოსლო, ნორვეგია: £734 
  • კოპენჰაგენი, დანია: £671 
  • ედინბურგი, შოტლანდია: £668
  • ჟენევა, შვეიცარია: £644
  • ბარსელონა, ესპანეთი: £641
  • დუბლინი, ირლანდია: £611
  • ამსტერდამი, ნიდერლანდები: £609 
  • კორკი, ირლანდია: £602 
  • ვენეცია, იტალია: £580
  • მადრიდი, ესპანეთი: £580