ისლანდია კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანა.

Bloomberg-ის ცნობით, ამ მაჩვენებლით მან შვეიცარიას გაუსწრო.

Viska-ს ეკონომისტის, ვილჰიალმურ ჰილმარსონის თქმით, ისლანდიაში ფასების დონე ამჟამად შვეიცარიაზე სამი პროცენტული პუნქტით მაღალია. ჰილმარსონმა თავის კვლევაში გამოიყენა ევროსტატისა და ისლანდიის ცენტრალური ბანკის მონაცემები. ევროსტატის მონაცემებით, ისლანდიაში ფასები შვეიცარიის ფასებს ბოლოს 2018 წელს აღემატებოდა.

ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანა ისლანდიის და შვეიცარიის შემდეგ ლუქსემბურგია, მეოთხეზე ნორვეგია, ხუთეულს კი ამერიკა ხურავს.