კომუნიკაციების კომისიის წლიური ანგარიშის მიხედვით, სულ როუმინგული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა, 2025 წელს 36.2 მილიონი ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, 2024 წელთან შედარებით ზრდა ერთ მილიონ ლარს შეადგენს.

კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა, 2025 წელს, როუმინგულ მომსახურებაზე საქართველოდან გასულმა როუმერებმა თურქეთში დახარჯეს, რასაც ხელს უწყობს თურქეთის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის გამოყენება საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩასასვლელად. გარდა ამისა, მეზობელი ქვეყანა, ასევე, წარმოადგენს ხელსაყრელ მიმართულებას მოგზაურობისთვის. მეორე პოზიციას, ამ პარამეტრით, კვლავ რუსეთის ფედერაცია იკავებს, ხოლო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მე-5 ადგილიდან, მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

ქვეყნების მიხედვით საქართველოს მოქალაქეები როუმინგზე ყველაზე მეტს ხარჯავდნენ:

  • თურქეთი - 1.27 მლნ ლარი;
  • რუსეთის ფედერაცია - 0.79 მლნ ლარი;
  • გერმანია - 0.54 მლნ ლარი;
  • არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 0.44 მლნ ლარი;
  • იტალია - 0.43 მლნ ლარი;

რაც შეეხება ვიზიტორებს, ტრადიციულად ყველაზე მეტს როუმინგზე საქართველოში რუსეთიდან ჩამოსულები ხარჯავენ.