გლობალურმა ქარის ენერგიის ინდუსტრიამ გასულ წელს რეკორდული, 165 გიგავატი ახალი სიმძლავრე დაამონტაჟა, რაც 2024 წელთან შედარებით 40%-ით მეტია - ნათქვამია Global Wind Energy Council-ის ანგარიშში.
გასულ წელს განახლებადი ენერგია მსოფლიოს ელექტროენერგიის მთლიანი სიმძლავრის თითქმის ნახევარს შეადგენდა. წელს, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო, ნავთობისა და გაზის ფასები მკვეთრად გაიზარდა და ქვეყნები მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ალტერნატიულ ენერგიის წყაროებს ეძებენ.