ჰამბურგში, Rheinmetall Blohm+Voss-ის გემთსაშენ ქარხანაში უპილოტო ნავების სერიული წარმოება დაიწყო. Rheinmetall-ის პრესსამსახურის ცნობით, კომპანია მათ ბრიტანულ მწარმოებელ Kraken Technology Group-თან ერთად აწარმოებს.

„თავდაპირველი გეგმით, უპილოტო ნავების Kraken K3 Scout-ის წარმოება წელიწადში დაახლოებით 200 ერთეული უნდა ყოფილიყო. თუმცა, შეკვეთების მოცულობიდან გამომდინარე, შეგვიძლია წარმოების წელიწადში 1000 ერთეულამდე გაზრდა“, - ციტირებს პრესსამსახური Rheinmetall-ის საზღვაო სისტემების განყოფილების აღმასრულებელ დირექტორს, ტიმ ვაგნერს.

დაახლოებით 8.5 მეტრის სიგრძის Kraken K3 Scout-ებს შეუძლიათ 55 კვანძამდე სიჩქარის განვითარება (კვანძი საათში ერთ საზღვაო მილს ან 1852 კმ/სთ-ს უდრის). პროდუქციას Rheinmetall-ისა და Kraken-ის ერთობლივი საწარმო, Rheinmetall Kraken GmbH, აწარმოებს. 

Rheinmetall ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო აღჭურვილობის მწარმოებელია და საბაზრო ღირებულების მიხედვით გერმანიაში მეშვიდე უდიდესი კომპანიაა.