2003 წლიდან უცხოელმა ინვესტორებმა თურქეთის ეკონომიკაში $250 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს. ამის შესახებ Anadolu-ს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელის აჰმედ ბურაქ დაგლიოღლუმ განუცხადა.
ამავე ცნობით, „ამ ინვესტიციების 68% ევროპის ქვეყნებიდან მოდიოდა, დაახლოებით 8% ამერიკის კონტინენტიდან, 7%- ყურის ქვეყნებიდან და კიდევ 14%- აზიის სხვა ქვეყნებიდან“.
მისი თქმით, უცხოელ ინვესტორებს იზიდავს როგორც ქვეყნის მთავრობის მიერ მომავალი პერიოდისთვის დასახული ეკონომიკური მიზნები, ასევე ხელისუფლების მიერ შემუშავებული სტრუქტურული რეფორმების პროგრამა.
მან აღნიშნა, რომ თურქეთის მიმართ ინტერესს განსაკუთრებით აზიის ქვეყნების ბიზნესწრეები იჩენენ. დაღლიოღლუმ განმარტა, რომ ალტერნატიული წარმოების პუნქტების ძიებისას თურქეთს ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყნად მიიჩნევენ.
ოფისის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ საერთაშორისო პირდაპირი ინვესტიციები გრძელვადიანი ხასიათისაა.