მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კერძო სკოლამ IT Step- მა და LUMEX 365-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
პარტნიორობის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა, მშობლებისთვის კი დამატებითი სიმშვიდის უზრუნველყოფა.
LUMEX 365 პერსონალური უსაფრთხოების მობილური აპლიკაციაა, რომელიც უზრუნველყოფს:
ადგილმდებარეობის რეალურ დროში მონიტორინგსა და უსაფრთხო ზონების შესახებ შეტყობინებებს;
SOS ღილაკით დახმარების სწრაფად მოთხოვნას;
24/7 ოპერატორის მხარდაჭერასა და პროფესიონალური რეაგირების ჯგუფის მომსახურებას.
მემორანდუმის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისა და მშობლებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება LUMEX 365-ის სერვისზე.
სკოლაში უკვე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები, სადაც მშობლები და მოსწავლეები გაეცნენ აპლიკაციის ფუნქციებსა და სპეციალური შეთავაზების პირობებს.

