Dell Technologies-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ დელი აცხადებს, რომ სომხეთი ხელოვნური ინტელექტის (AI) გლობალური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ცენტრი ყალიბდება.

თავის ოფიციალურ პლატფორმაზე (LinkedIn) გავრცელებულ განცხადებაში დელმა აღნიშნა, რომ კომპანია ამაყობს Firebird AI-სთან თანამშრომლობის გაფართოებით. მისი თქმით, ეს პარტნიორობა სომხეთში მსოფლიო დონის უახლეს გამოთვლით სიმძლავრეებს შეიტანს და გლობალური მასშტაბით ინოვაციების განვითარებას დააჩქარებს.

ინფორმაცია ეფუძნება ამერიკული კომპანია Firebird-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სომხეთის ქალაქ ჰრაზდანში უკვე დასრულდა AI გამოთვლითი კლასტერის პირველი ეტაპი. პროექტი აგებულია Dell Technologies-ისა (Dell PowerRack სისტემები და PowerEdge სერვერები) და NVIDIA-ს (Blackwell გრაფიკული პროცესორები) უახლეს ტექნოლოგიებზე.