ზამთრის სეზონისგან განსხვავებით, ზაფხულის სეზონზე გუდაურს უცხოელები უფრო მეტად სტუმრობენ, ვიდრე ქართველები. შესაბამისად, ზაფხულის სეზონზე Marco Polo Hotel Gudauri-ს დამსვენებლების 70% უცხოელია, ხოლო 30% ქართველი, - ამის შესახებ კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორმა მაკო ჩიკოიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით, 30%-ით არის გაზრდილი. შედეგად,  მიმდინარე სეზონზე, სასტუმრო დაახლოებით, 65%-იანი დატვირთვით მუშაობს.

“ძირითადი მომხმარებლები ზაფხულის სეზონზე უცხოელები, ტურისტული ჯგუფები და ინდივიდუალური მოგზაურები არიან. უშუალოდ Marco Polo-ში ხშირად გვყავს ქართველი კორპორატიული ჯგუფები სხვადასხვა სახის გასვლითი ღონისძიებებით.

საკმაოდ კარგად მიმდინარეობს  გაყიდვები, სასტუმროში ძირითადად  გვყავს საშუალო და დიდი ჯგუფები, ასევე ინდივიდუალური და ოჯახური დასვენების მსურველები. გვაქვს სრულად დატვირთული დღეებიც, მათ შორის აგვისტოშიც, საშუალოდ კი ივლისი-აგვისტო 65%-ზე მეტით იტვირთება”, - აღნიშნავს ჩიკოიძე.

ვრცლად bp.ge