ის შედეგები, რაც დაიდება ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ბიჭების მიერ, ის თამაშები რაც ჩატარდა, დარწმუნებული იყავით, რომ კიდევ უფრო გაზრდის ინტერესს საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში რესტორატორმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის განვითარების ინდექსში, საქართველოს 45-ე პოზიციაზე ყოფნა მნიშვნელოვანი მიღწევაა.

ტურიზმის განვითარების ინდექსში, საქართველო არის 45-ე პოზიციაზე. ხშირად ვსაუბრობთ საიდან მოდის ტურისტული კუთხით საქართველოს წარმატება. ნიშანდობლივია ის ფაქტორები, რა სამუშაოებიც იქნა გაწეული ტურიზმის განვითარების კუთხით. საქართველო, ზოგადად, საინტერესო ქვეყანაა მსოფლიო მასშტაბით. ტურიზმის დეპარტამენტმა გადადგა ნაბიჯები, რომლის მიხედვითაც ინტერესი ქვეყნის მიმართ გაიზარდა. ITB Berlin-მაც გარკვეული როლი ითამაშა ამ კუთხით და კავკასია და საქართველო კიდევ უფრო საინტერესო გახდა. ამ რეიტინგს სათავეში უდგას იაპონია, შემდეგ მოდის ამერიკა და ევროპის ქვეყნები და რეალურად 45-ე პოზიცია, მნიშვნელოვანი მიღწევაა. ის შედეგები, რაც დაიდება ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ბიჭების მიერ, ის თამაშები რაც ჩატარდა, დარწმუნებული იყავით, რომ კიდევ უფრო გაზრდის ინტერესს საქართველოს მიმართ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, უცხოელი ტურისტები, რომლებიც წლიდან წლამდე ჩამოდიოდნენ, საქართველოში ხედავდნენ, რომ  ქვეყანაში ახალი დადებითი სახეცვლილებები ხდებოდა და ის ნაბიჯები, რომელსაც აქამდე ვდგამდით და რეალურად სწორი იყო, უნდა გაგრძელდეს.

„კომერსანტის“ ეთერში რესტორატორმა იმ გამოწვევების შესახებაც ისაუბრა რაც ხელს უშლის ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, კონკრეტულად მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას:

„ბევრი გამოწვევები გვაქვს. განვითარების ეტაპზე ვართ, სამწუხაროდ ჯერ ისევ დასაწყისში. პირველი და მნიშვნელოვანი გამოწვევა ინფრასტრუქტურაა. ტურისტი, რომელსაც ქვეყანაში გადაადგილება უნდა, მარტივად უნდა შეძლოს. თბილისში ჩამოსული ადამიანისთვის გადაადგილება 150-200 კმ-ში მარტივი და კომფორტული უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, ეს მეტი ფულის შემოტანის შესაძლებლობას შექმნის. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბევრ სანახაობაა, მარტო თბილისის დათვალიერებით ტურისტი ვერ მიიღებს საქართველოზე შთაბეჭდილებას.

მეორე და ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა სერვისია - სასტუმროებში რესტორნებსა და კაფე-ბარებში. რაც არ არის იმ სიმაღლეზე, რა სიმაღლეზეც უნდა იყოს. ამასაც თავისი დრო სჭირდება, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი კუს ნაბიჯებით ვითარდება და სწრაფი განვითარების შესაძლებლობა ნაკლებია. ეს არის ის ძირითადი ფაქტორები რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტის მოსაზიდად“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ჩვენი მეზობელი ქვეყნები - თურქეთი და აზერბაიჯანი ამ მხრივ უფრო მაღალ განვითარებულები არიან. „ჩვენთან ტურისტები რაოდენობა უფრო მეტია, მაგრამ იმ ქვეყნებში უფრო მხარჯველუნარიანი ტურისტები ჩადიან“, - ამბობს რესტორატორი.