ვიკიპედია 25 წლის ხდება — ოღონდ სანთლებისა და ტორტების ნაცვლად, გადაწყვიტა, ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენთვის ახალი სიმბოლო გაეცნო. Baby Globe დაბადების დღის მასკოტია. ზოგან უკვე ჩანს, თუმცა 16 თებერვლიდან ოფიციალურად ჩაეშვება კონკრეტულ ვერსიებში და მომხმარებლებს Birthday Mode-ზე გადართვის შესაძლებლობას მისცემს. 

ამ პერსონაჟის წარმოშობის ისტორია საკმაოდ მოკრძალებულია. თავდაპირველად ვიკიპედიის მოხალისე ჯონათან ფერეირას პირადი ესკიზი იყო, რომელიც მან მოგზაურობისას დახატა, როცა ხელთ მხოლოდ ტელეფონი, სტილუსი და სახატავი აპლიკაცია ჰქონდა. ვიზუალურმა ექსპერიმენტმა კი შედეგი გამოიღო — ის, რაც მატარებლის მგზავრობისას დროის გაყვანის იდეით დაიბადა, ახლა გლობალური საზოგადოების წინაშეა.

ინსპირაცია 1920-იან წლებში არსებული ანიმაციის სტილიდან მიიღო. თავიდან კი სურდა, იმ გარემოდან მიეღო შთაგონება, რომელშიც მოგზაურობდა, მაგრამ შემდგომში გადაწყვიტა, იგი ერთ ლოკაციაზე არ ყოფილიყო მიბმული, ამიტომაც ექსპერიმენტები ვიკიპედიამ ჩვენთვის კარგად ნაცნობ გლობუსზე დაიწყო.

საინტერესოა, რომ თავიდანვე ამ სიმბოლოს არც Baby Globe ერქვა, ფერეირამ უბრალოდ პატარა მასკოტად მონათლა, დღევანდელი სახელით კი მას შემდეგ ვიხილეთ, რაც პრაქტიკაში დანერგეს.

www.marketer.ge