უკრაინაში მიმდინარე ომში დრონების ფართო გამოყენებამ სამხედრო ოპერაციების ხასიათი შეცვალა. მათ უმეტეს ნაწილს სამოქალაქო მოდელები შეადგენენ, რომლებიც სამხედრო გამოყენებისთვის გადაკეთდა. როგორც რუსული, ასევე უკრაინული ჯარები, დრონების დასამზადებლად, ჩინურ წარმოების კომპონენტებს იყენებენ.
ბევრი უკრაინელი ჯარისკაცისთვის დრონი მთავარ იარაღად იქცა. „ისინი ძალიან ეფექტურია. დღეს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი იარაღი“, - ამბობს რომანი.
„ახლა კამიკაძე-თვითმფრინავზე ვმუშაობ. სატესტო ფრენის დროს ვიდეოკომუნიკაციის სისტემას პრობლემები შეექმნა, ამიტომ VTX ვიდეო გადამცემს ვცვლი“, - საუბარში ერთვება ვლადიმირი.
ოთახში, სადაც დრონების შემქმნელები იკრიბებიან, ადვილი გასაგები ხდება, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს ჩინეთი ამ ომში. როგორც რუსული, ასევე უკრაინული ჯარები ჩინური წარმოების დრონებს და სათადარიგო ნაწილებს იყენებენ. რამდენად სანდოა ჩინური პროდუქტი?
„ამჟამად პროდუქციის დაახლოებით 20 პროცენტი დეფექტურია. რამდენიმე წლის წინ ეს პროცენტი გაცილებით მაღალი იყო“, - განაგრძობს ვლადიმირი.
საბრძოლო მოქმედებებისთვის საჭირო მრავალი კომპონენტი უკრაინელებმა თავად შექმნეს. მაგალითად, დეტონაციისთვის საჭირო მოქმედებაში მომყვანი.
„სარქველის სანდოობა 99 პროცენტია. მასთან არანაირი პრობლემა არ გვქონია. ჩვენ ვიყენებდით აქსელერომეტრებს იმის დასადგენად, თუ როდის უნდა აფეთქდეს დრონი, მაგრამ ეს არასანდო გამოსავალი იყო. ამიტომ, დეტონაციის მოქმედებაში მომყვანი ჩვენ თვითონ შევქმენით“, - განმარტავს ვიტალი.
რუსი ჯარისკაცების მიერ გამოყენებული დრონების ხარისხიც გაუმჯობესებულია.
„ჩვენი ჯარისკაცები დროდადრო მათ თვითმფრინავებს ხელში ჩაიგდებენ ხოლმე. ისინი კარგად შევისწავლეთ. ადრე მათი ხარისხი ძალიან დაბალი იყო, ახლა კი უფრო გამართულ კონსტრუქციას იყენებენ. ხშირად ისინი ჩვენსაზე უკეთესია“, - აღიარა ვიტალიმ.
დრონებში სხვადასხვა იარაღს იყენებენ. „ზოგჯერ მთელი ჩვენი არსენალის გამოყენება გვიწევს. ერთ დღეს დრონები ჰაერში რომ იბრძვიან, უკვე მეორე დღეს მტრის ძალებს სანგრებში ანადგურებენ“, - ამბობს რომანი.
დრონის ქვედანაყოფების წევრები უპილოტო საფრენ აპარატს ისევე ამოწმებენ, როგორც ყველა ჯარისკაცი - საბრძოლო იარაღს. ასე რომ, ბრძოლაში გაგზავნამდე თითოეული დრონი მოწმდება.
წყარო: 1 არხი