იაპონიაში საიუბილეო Tokyo Game Show გაიხსნა — ღონისძიება რეკორდული მასშტაბებითა და უცხოური კომპანიების სიმრავლით გამოირჩევა.
Makuhari Messe-ს საგამოენო ცენტრში, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სათამაშო ინდუსტრიის ღონისძიება — Tokyo Game Show ოფიციალურად გაიხსნა. წელს გამოფენა 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებაში 53 ქვეყნისა და რეგიონის 1 138 წარმოდგენილი მონაწილეობს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
გამოფენაზე ისეთმა გიგანტებმა წარადგინეს თავიანთი პროექტები, როგორებიცაა Capcom (Monster Hunter-ის ახალი ნაწილით) და Square Enix (Final Fantasy-ს სერიით).
შოუ წელს პირველად ოთხის ნაცვლადმ ხუთ დღეს გაგრძელდება და მასზე 300 000-მდე დამთვალიერებელს ელოდებიან.
საინტერესოა, რომ წელს ღონისძიებას უამრავი დებიუტანტი ჰყავს. მათ შორის არიან საერთაშორისო გიგანტები Sanrio და Toei Co, რომლებიც სათამაშო სექტორში ახლახან შევიდნენ. გარდა ამისა, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პროექტის ფარგლებში, გამოფენაზე პირველად წარდგა კანადურ-პაკისტანური ტექ-კომპანია Ropstam Solutions, რომელიც იაპონურ სტუდიებთან პარტნიორობისა და თავისი VR თამაშების პოპულარიზაციას გეგმავს.
Tokyo Game Show-ს ორგანიზატორთა ცნობით, გლობალური სათამაშო ბაზარი კვლავ სტაბილურად იზრდება — 2025 წელს მისმა მოცულობამ 32.1 ტრილიონ იენს (205 მილიარდ დოლარს) მიაღწია, საიდანაც უდიდესი წილი (119.5 მილიარდი აშშ დოლარი) მობილურ თამაშებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულში იაპონიის კონტენტის ექსპორტი თითქმის ოთხჯერ გაიზარდა და 6.1 ტრილიონ იენს ($38.98 მილიარდი) მიაღწია, სადაც თამაშების წილი 56%-ს შეადგენს.