მეცნიერებს სჯერათ, რომ მარსის ატმოსფეროში ელექტრონული აქტივობა პირველად დააფიქსირეს, რაც იმის ნიშანია, რომ პლანეტაზე ელვის ფორმირება არის შესაძლებელი.
შესაბამისი ხმები როვერმა Perseverance ჩაწერა, პარდიუს უნივერსიტეტის პროფესორის, როჯერ ვინსის ხელმძღვანელობით მომუშავე ჯგუფი კი 28-საათიანი აუდიოჩანაწერების ანალიზზე მუშაობდა. გუნდმა 55 სიგნალი გამოყო, რომლებიც სტრუქტურით ელექტრონული მუხტების ხმაურს ჰგავს. ნაწილი დროში დაემთხვა ქარის მკვეთრ გაძლიერებასა და ატმოსფეროს ელექტრონული პარამეტრების ცვლილებას. რამდენიმე ასეთი ეპიზოდი იმ დღეებში მოხდა, როცა Perseverance-ი „ქვიშის ეშმაკებს“ - ათობით მეტრის დიამეტრის ქარბორბალებს აფიქსირებდა.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს მონაცემები აძლიერებს თეორიას მტვრის ქარიშხლებში მოკლე ელექტრონული მუხტების ფორმირების შესახებ. ტიპური მუხტის სიგრძე დაახლოებით 1 სანტიმეტრია, თუმცა ასეთ იმპულსებსაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება მტვრის გადანაწილებასა და ატმოსფეროს საერთო ელექტრიზაციაში.
აქამდე ასტრონომებს მარსის ატმოსფეროში ელვის მხოლოდ ირიბი ნიშნები ჰქონდათ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მათ წითელ პლანეტაზე ელვის არსებობა დაადასტურეს.