2026 წლის ფინალისიმა არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო არ გაიმართოს.

2024 წლის კოპა ამერიკასა და ევრო 2024-ის ჩემპიონების დაპირისპირება 27 მარტს კატარშია დაგეგმილი და მის ჩატარებას ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებები ემუქრება.

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ამტკიცებს, რომ არ არსებობს არანაირი გადაწყვეტილება, გარდა კატარის განცხადებისა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში დროებით შეჩერებულია ყველა სპორტული ღონისძიება.

ფინალისიმას ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი და დიდია იმის ალბათობა, რომ ეს შეხვედრა 27 მარტს აღარ გაიმართოს.

წყარო: პირველი არხი