გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს, რომ ირანში ნატანზის ბირთვული საწვავის გამამდიდრებელი ობიექტი დაზიანდა.
CNN-ი წერს, რომ ეს არის ქვეყნის ბირთვული ობიექტების დაზიანების პირველი დადასტურება მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ქვეყანაზე სამხედრო თავდასხმა დაიწყეს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ზიანი შესასვლელ შენობებს მიადგა. ორგანიზაციის განმარტებით, თავად ქარხანაში რადიოლოგიური შედეგები არ დაფიქსირებულა.
CNN-ის მიერ გაანალიზებულმა თანამგზავრულმა ფოტოებმა, რომელიც სივრცითი დაზვერვის კომპანია Vantor-მა გადაიღო, აჩვენა, რომ დარტყმები დიდ საწყობსა და ორ პატარა, ორსართულიან შენობას მიაყენეს.
ipn.ge