ფოტო და ვიდეო პლატფორმა Instagram-ი აცხადებს, რომ საკუთარ პრემიას აწესებს, რომლითაც 25 საუკეთესო ავტორს დააჯილდოებს. მისი სახელწოდებაა Rings („ბეჭდები“).
The Hollywood Reporter-ის ცნობით, გამარჯვებულები კონტენტის სხვადასხვა თემასა და კატეგორიას წარმოადგენენ, მოდიდან და მაკიაჟიდან დაწყებული, სპორტითა და გართობით დამთავრებული.
პრემიის ლაურეატები მიიღებენ ფიზიკურ ბეჭდებს, რომლებიც ინგლისელმა მოდელიერმა გრეის უელს ბონერმა შექმნა, ხოლო მათ პროფილებში ავატარისა და Stories-ის გარშემო ოქროს რგოლები გამოჩნდება.
პირველ ლაურეატებს 2026 წელს გამოავლენენ.