აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან საუბრისას თქვა, რომ იგი, დიდი ალბათობით, TikTok-ს 90 დღეს მისცემდა, რათა თავიდან აერიდებინა აკრძალვა აშშ-ს მასშტაბით.
ტრამპმა თქვა, რომ მას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა განიხილავს TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანიისთვის 90-დღიანი ვადის მიცემას, რათა პლატფორმა არაჩინურ კომპანიას მიჰყიდოს.
"ვფიქრობ, ეს იქნებოდა, ნამდვილად, შესაძლებლობა, რომელსაც განვიხილავდით. 90-დღიანი გადავადება ისეთი რამაა, რაც, დიდი ალბათობით, გაკეთდება, რადგან მისაღებია". - თქვა ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში.
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის თქმით, თუ იგი TikTok-ისთვის 90-დღიანი ვადის მიცემას გადაწყვეტს ამის შესახებ ორშაბათს, 20 იანვარს, ინაუგურაციის დღეს გამოაცხადებს.
ცნობისთვის, TikTok 19 იანვარს აშშ-ში 170 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის სრულად გაითიშება. კომპანიის განცხადების მიხედვით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოხდება, თუ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი Apple-ისა და Google-ის მსგავს კომპანიებს გარანტიებს არ მისცემს, რომ TikTok-ის აკრძალვის შემთხვევაში, მათ არ ექნებათ კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის ვალდებულება.
განცხადებას მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ს უზნეაესმა სასამართლომ TikTok-ის სარჩელი უარყო და დაადგინა, რომ კანონპროექტი, რომლითაც ს-აპლიკაცია TikTok 19 იანვრამდე გაუსხვისებლობის შემთხვევაში აიკრძალება, კონსტიტუციას არ არღვევს.
აშშ-ში უზენაესი სასამართლო განიხილავდა, თუ რამდენად კონსტიტუციურია კანონპროექტი, რომლითაც აიკრძალება პლატფორმა TikTok, თუკი მისი მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance აშშ-ში საკუთარ განყოფილებას 19 იანვრისთვის არ გაყიდის. სასამართლოს მიერ კანონის ძალაში დატოვება ნიშნავს, რომ აშშ-ში TikTok-ის აკრძალვამდე რამდენიმე დღე არის დარჩენილი.
თუ აღნიშნული კანონი ძალაში შევა, მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა Apple, Alphabet's, Google და Oracle შესაძლოა მოუწიოთ დიდი ოდენობით ჯარიმების გადახდა TikTok-თან თანამშრომლობისთვის.
კანონპროექტთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაცია ამბობს, რომ აკრძალვის აღსრულებას მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაუთმობს.
წყარო: ტაბულა