Wizz Air-ი ქუთაისიდან ჰამბურგისა და მადრიდის მიმართულებით ფრენებს მიმდინარე წლის აპრილიდან აღადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის საიტზეა განთავსებული.

კომპანიის ვებგვერდზე 2024 წლის 29 მარტიდან ქუთაისიდან ჰამბურგის, მადრიდის და ტალინის მიმართულებით ფრენები აღარ იძებნებოდა. 

ავიაკომპანიას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, დიდი ალბათობით, ფრენების გაუქმება/შემცირება სავარაუდოდ კვლავ თვითმფრინავების ძრავების შემოწმებას უკავშირდებოდა.

შეგახსენებთ, სწორედ ძრავებთან დაკავშირებული სავარაუდო პრობლემების გამო, ავიაკომპანიას 2023 წლიდან დაახლოებით 40-45 Airbus A320neo family-ის ინსპექტირება დასჭირდა, რამაც სხვადასხვა ევროპულ ქალაქში ფრენების გაუქმება/შემცირება განაპირობა.

წყარო: ტაბულა