გადაცემა „კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას Eleven Group-ის კომერციულმა დირექტორმა გოგიტა სურამელაშვილმა საქართველოში ყავის სექტორის განვითარების დინამიკა შეაფასა.

მისი თქმით, ყავის ბაზარი ქვეყანაში სწრაფად ვითარდება და სწორედ ამის გამოძახილია, რომ საქართველოთი მსხვილი საერთაშორისო ბრენდებიც ინტერესდებიან.

ყავის ბაზარი საქართველოში დინამიურად ვითარდება. ბოლო წლების სტატისტიკა რომ ავიღოთ დავინახავთ, რომ დაახლოებით 7 ტონამდეა ყავის წლიური მოხმარება. 

ერთ სულ მოსახლეზე რომ დავიანგარიშოთ,  წელიწადში დაახლოებით 2 კილომდე ყავას მოიხმარს საქართველოს თითო მაცხოვრებელი. შესაბამისად, ეს არის ძალიან ინტერესიანი სფერო და სწორედ ამიტომაა, რომ გლობალური ბრენდებიც ინტერესდებიან ჩვენით, მათ შორის „სტარბაქსი“, - განაცხადა გოგიტა სურამელაშვილმა.