2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოსათვის საქართველოში BMW-ს მარკის ავტომობილების რაოდენობამ 90 116 ერთეული შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის ბოლოსთვის მათი რაოდენობა ქვეყანაში 84 525 ერთეული იყო. BMW-ს მარკის ავტომობილების შედარებით დიდი რაოდენობა ფიქსირდება თბილისში.
BMW-ს მარკის ავტომობილების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:
- ქ. თბილისი: 47 649
- იმერეთი: 8 770
- ქვემო ქართლი: 7 053
- კახეთი: 6 123
- აჭარის არ: 5 758
- სამეგრელო-ზემო სვანეთი: 5 119
- შიდა ქართლი: 3 649
- სამცხე-ჯავახეთი: 2 046
- მცხეთა-მთიანეთი: 2 021
- გურია: 1 582
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 346