EU NEIGHBOURS EAST პროგრამის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 71% კვლავ ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 67% ენდობა ევროკავშირს. ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის კვლავ რჩება ყველაზე სანდო საერთაშორისო აქტორად.

87% კი თანხმდება, რომ საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს.