რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა.

პროტესტის 29 დღეს სხვადასხვა საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, საღამოს კი ყველა მარში რუსთაველის გამზირზე გაერთიანდა.

პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლის ბოლიმდე დღის წესრიგში არ დააყენებს.

ipn.ge