„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" (TI) ინფორმაციით, დასავლურმა სამყარომ „ქართული ოცნების“ უკვე 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 45-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული.
„დემოკრატიული ქვეყნები ამ პირებს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, საქართველოში რუსული ინტერესების გატარების, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, პროპაგანდის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ“ - წერს TI.
აშშ-ს, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის მიერ დასანქცირებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სია ასეთია: