ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე დალიან ჯინჯოუ ბეის საერთაშორისო აეროპორტი (The Dalian Jinzhou Bay International Airport) გაიხსნება. აეროპორტს ექნება 4 ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი და სამგზავრო ტერმინალი 900 ათასი კვ/მ ფართობით.

2035 წელს გახსნის შემდეგ ჰაბი, წელიწადში სავარაუდოდ, 80 მილიონ მგზავრს მოემსახურება, ანუ 540 ათას ფრენას.

„ქვეყნის უდიდესი ოფშორული აეროპორტი ზღვის დონის მაღლა განთავსდება, როგორც მზის ამოსვლა აღმოსავლეთში“, – ნათქვამია აეროპორტის ოფიციალურ განცხადებაში ჩინეთის სოციალური მედიის პლატფორმაზე WeChat.

ახალი ჰაბი უფრო დიდი იქნება ვიდრე ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტი და იაპონიის კანსაის აეროპორტი, რაც მას მსოფლიოს უდიდეს აეროპორტად აქცევს ხელოვნურ კუნძულზე.

”პროექტს აქვს რთული გეოლოგიური პირობები, ბურღვის დიდი სირთულე და მაღალი ხარისხის მოთხოვნები მჭიდრო სამშენებლო გრაფიკით,” – თქვა მთავარმა ინჟინერმა ლი ქსიანმა.

ქალაქ დალიანში 7,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი სატრანსპორტო კერის როლს ასრულებს, რადგან ის მდებარეობს იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ახლოს.

avianews.ge