საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, დაკრედიტება 61.7 მილიარდი ლარამდე გაზარდეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8 მილიარდი ლარით არის გაზრდილი.

საბანკო სექტორში 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული კრედიტების მოცულობა 1.03 მილიარდ ლარს შეადგენს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კრედიტების ვადაგადაცილება მთლიანი პორტფელის 1.6% იყო.

ყველაზე მეტი ვადაგადაცილება სოფლის მეურნეობის სექტორში ფიქსირდება, მეორე ადგილზე სასტუმროების სექტორია, მესამეზე კი უძრავი ქონების დეველოპმენტი.

სოფლის მეურნეობის სექტორი - 96 მილიონი ლარი;

სასტუმროები და ტურიზმი - 83 მილიონი ლარი;

უძრავი ქონების დეველოპმენტი - 81 მილიონი ლარი;

ვაჭრობა (სხვა) - 67 მილიონი ლარი;

სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა - 54 მილიონი ლარი;

რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები - 40 მილიონი ლარი;

სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) - 34 მილიონი ლარი;

მათ შორის: ექსპორტიორები - 22 მილიონი ლარი;

ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები - 12 მილიონი ლარი.