2024 წელს კომპანიის გაყიდვები, დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ "ჩირჩხელას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა კვაჭანტირაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, "ჩირჩხელას" მომხმარებლები ძირითადად ქართველები არიან, თუმცა გარკვეული ნაწილი უცხოელია.
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რამდენიმე კორპორატიული შეკვეთა გაგვიუქმდა, ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით დამაზიანებელი ეს ჩვენთვის არ ყოფილა. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ სოციალური ქსელში ჩვენი გვერდი დაიბლოკა და მომხმარებლები, შესაძლოა, ძველ პლატფორმაზე გვწერენ, თუმცა მოთხოვნა გაზრდილია. ჩვენ პანდემიის პერიოდშიც გვქონდა მუშაობა და ამჟამადაც, შენარჩუნებულია სტაბილურობა", - აცხადებს ირმა კვაჭანტირაძე.
ცნობისთვის, „ჩირჩხელა“ ოჯახური ბიზნესია, რომელიც ბაზარზე 7 წელია ოპერირებს და თბილისში (ვაკე) ერთ მაღაზიას ფლობს. "ჩირჩხელა" ექსპორტზე საბერძნეთსა და ჩეხეთში გადის.
კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა სახის ქართული ნუგბარის ნაირსახეობასა და პასკების ასორტიმენტს სთავაზობს.