იტალია იმ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა, სადაც საერთაშორისო მოგზაურები აგრესიულ მართვას ყველაზე ხშირად შეხვედრიან. ამის შესახებ ავტომობილების გაქირავების პლატფორმა DiscoverCars.com-ის კვლევაშია ნათქვამი.
კვლევა 2026 წლის აპრილში ჩატარდა და მასში 713 რესპონდენტი მონაწილეობდა. გამოკითხულთა 23%-მა განაცხადა, რომ აგრესიული ან დაუფიქრებელი მართვის შემთხვევებს იტალიაში შეხვედრია.
მეორე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა. იქ მსგავსი გამოცდილება რესპონდენტების 11%-მა დააფიქსირა. მესამე პოზიციაზე აშშ 9%-ით მოხვდა. საფრანგეთსა და ავსტრალიას გამოკითხულთა 5% ასახელებს, ესპანეთსა და თურქეთს კი 4%.
კვლევაში ცალკე შეაფასეს მძღოლების ის ქცევებიც, რომლებიც სხვა ავტომობილის მძღოლებს ყველაზე მეტად აღიზიანებთ. 56%-ისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი მიმართულების მაჩვენებლის გამოუყენებლობაა. 46% სხვა ავტომობილთან ზედმეტად ახლო დისტანციაზე მოძრაობას ასახელებს, 43% გასწრების ზოლში ზედმეტად ნელ მოძრაობას, ხოლო 20% უეცარ დამუხრუჭებას.
რესპონდენტებს ჰკითხეს, რომელ ავტომობილის ბრენდს უკავშირებდნენ ყველაზე მეტად აგრესიულ მართვასაც. პირველ ადგილზე BMW გავიდა, რომელიც გამოკითხულთა 58%-მა დაასახელა. შემდეგ მოდიან Audi 30%-ით, Land Rover 14%-ით, Tesla 12%-ით და Volkswagen 11%-ით.
DiscoverCars.com აღნიშნავს, რომ შედეგები რესპონდენტების პირად გამოცდილებასა და აღქმას ეფუძნება და არ წარმოადგენს ქვეყნების მძღოლების ქცევის ოფიციალურ ან სრულ სტატისტიკურ შეფასებას.
წყარო: www.crystalauto.ge