18 თებერვლის დღის ბოლოდან, 19 თებერვლის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი – ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.

„ქვეყნის მაღალ-მთიან რაიონებში, მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავ-საშიშროება. დიდ-თოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპ-ყინულისა და ზვავ-საშიშრიების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალ-მოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.