გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობისდეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოსა და აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა დატრანსპორტირების 13 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა ახმეტის, ლაგოდეხის, გურჯაანის, თიანეთის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ზუგდიდისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.
ჯამში ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე - 20 კუბურ მეტრზემეტი მოცულობის საშეშე მასალა და 56 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის 11 თვეში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1653 ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24 -საათიან უწყვეტპატრულირებას ახორციელებენ, დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითისამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდებასამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.