ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულება ერთ სულ მოსახლეზე 69.8 დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists - AAWE) მიერ შედგენილ რეიტინგში წერია. კვლევა 2023 წლის მონაცემებს ასახავს.

მსოფლიოს მთავარი ღვინის ექსპორტიორების მიერ, ღვინის ექსპორტის ფასი ერთ სულ მოსახლეზე 2023 წლის მონაცემებით ასე გამოიყურება:

  • ახალი ზელანდია - 253 დოლარი;
  • საფრანგეთი - 188 დოლარი;
  • იტალია - 142 დოლარი;
  • სინგაპური - 108 დოლარი;
  • პორტუგალია - 96 დოლარი;
  • ლატვია - 91 დოლარი;
  • ლიეტუვა - 87 დოლარი;
  • ჩილე - 77 დოლარი;
  • საქართველო - 69 დოლარი;
  • ესპანეთი - 66 დოლარი.

bpn.ge