სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას მაქსიმუმ ორ წელში დაიწყებს.
მისივე განცხადებით, ოფიციალურმა ერევანმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებისთვის მუშაობა უკვე აქტიურად დაიწყო და შესაბამისი კანონიც მიიღო.
სომხეთის პრემიერ-მინისტრს აქვს მოლოდინი, რომ თავსებადობის კუთხით რეფორმების გატარებას ქვეყანა, ყველაზე გვიან 2028 წელს შეძლებს. ფაშინიანის განცხადებით, ეს ნაბიჯი სომხეთის საგარეო პოლიტიკის გაძლიერებასა და ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.