მადრიდის „რეალი“ ყურადღებით აკვირდება „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდის, ერლინგ ჰალანდის გარშემო სიტუაციას. ესპანურმა გრანდმა, შესაძლოა, გაააქტიუროს ნორვეგიელი ფორვარდის შეძენის მცდელობები მას შემდეგ, რაც „სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა პეპ გვარდიოლამ. ამის შესახებ გაზეთი The Sun-ი წერს.

წყაროს ცნობით, „რეალის“ ხელმძღვანელობა მზად არის ისარგებლოს ნებისმიერი მცდელობით იმ შემთხვევაში, თუ ჰალანდი მიანიშნებს ინგლისური კლუბიდან წასვლის სურვილის შესახებ. იტყობინებიან, რომ ჯერ კიდევ გვარდიოლას წასვლამდე ნორვეგიელი უკმაყოფილებას გამოხატავდა გუნდში თავისი როლის გამო.

მაგრამ ნებისმიერი პოტენციური გარიგება მეტისმეტად რთული იქნება. 2025 წლის იანვარში ფორვარდმა გააფორმა კონტრაქტი, რომლითაც ის მანჩესტერულ კლუბთან 2034 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ესპანური წყაროები მიიჩნევენ, რომ მწვრთნელის შეცვლამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად იმოქმედოს ჰალანდის გეგმებზე. იმ შემთხვევაში, თუ ნორვეგიელი გადაწყვეტს „მანჩესტერ სიტის“ დატოვებას, „რეალი“ მზად არის, მას სარფიანი პირობები შესთავაზოს.

1tv.ge