მსხვილფეხა პირუტყვის და ღორის სულადობა მინიმუმამდე შემცირდა, ფრინველის კი გაიზარდა, - ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 760.6 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 6.3 პროცენტით ნაკლებია.
„ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 372.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7.9 პროცენტით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობამ 122.0 ათასი სული შეადგინა, რაც 11.8 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ფრინველის რაოდენობამ 8.7 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 8.3 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“, - ნათქვამია „საქსტატის“ მონაცემებში.