„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გიორგი მინდელის სახელობის ხიდზე დაზიანებული მოაჯირებისა და ფრაგმენტების აღდგენას იწყებს“ – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

„დაგეგმილი სამუშაოების გამო, 18-დან 23 თებერვლის ჩათვლით,  00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ, ერთ სამოძრაო ზოლზე შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – ნათქვამია განცხადებაში.