„ბაზისბანკმა“, რომელიც აქტივების ზომით საბანკო სისტემის მეოთხე მოთამაშეა სიდიდით მესამე - „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99% იყიდა.
2025 წლის მონაცემებით, ლიბერთი ბანკის აქტივები 6 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც საბანკო სისტემის 5.7%-ია. „ბაზისბანკის“ აქტივები კი 4.9 მილიარდი ლარია, რაც საბანკო სისტემის 4.6%-ია. შესაბამისად, ამ კონცენტრაციით მიღებული ბანკის ჯამური აქტივების მოცულობა მთლიანი სექტორის 10%-ს გადააჭარბებს და ის „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ შემდეგ სექტორის მესამე მოთამაშე იქნება.
„ლიბერთი ბანკის“ 2026 წლის თებერვლის ბოლოს არსებული მონაცემებით, ბანკის მოგება 19.4 მლნ ლარი (ზრდა 5%) იყო, „ბაზისბანკის“ კი 16.2 მლნ ლარი (ზრდა 14%).
ცნობისთვის, „ბაზისბანკის“ მფლობელი ჩინური „ჰუალინგ ჯგუფია“.
