შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, რუსეთი, სომხეთის, ნიგერიის, უგანდის, უზბეკეთის, ეგვიპტის, პაკისტანის,
ჩინეთის, აზერბაიჯანის, ალჟირის, ბანგლადეშის, ერაყის, კენიის, სუდანის, ტაილანდის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 84 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს