2025 წელს დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მენეჯერების პოზიციაზე დაფიქსირდა და 3 609 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე - 1 132 ლარი.

ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სქესის მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე (ძირითად ჯგუფში) აღემატება ქალების ხელფასს. მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 2 713 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების ხელფასი - 4 312 ლარით.