მამუკა ჯუღელი, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტნის ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი იყო და რომლის ჩართულობასაც უკავშირდება ფეხბურთელის ტრანსფერები მათ შორის “ნაპოლისა” და “პსჟ”-ში მოთამაშის უფლებებს აღარ განკარგავს. აღნიშნულის შესახებ ხვიჩას მამამ ბადრი კვარაცხელიამ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.
- მამუკა ჯუღელი აღარ არის ხვიჩას აგენტი. ეს გადაწყვეტილება ორივე ოჯახმა ერთად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივიღეთ. ხვიჩაც აქ იყო და ერთობლივად გადავწყვიტეთ, თანამშრომლობა დაგვესრულებინა. მამუკა ჯუღელს, როგორც აგენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ხვიჩას კარიერულ წინსვლაში. მამუკას მადლობა ვუთხარით ყველაფრისთვის, რაც წლების განმავლობაში გააკეთა ხვიჩასთვის, ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ.
ამ ეტაპზე, ხვიჩას აგენტი არ ჰყავს. შემოთავაზებები არის, ბევრს აქვს კვარაცხელიასთან თანამშრომლობის სურვილი და ცხადია, სწორედ ხვიჩა და მისი ოჯახის წევრები გადავწყვეტთ, ვისთან ერთად გააგრძელებს მუშაობას", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.