„მაღალი მოთხოვნის გამო“ რუსეთმა უფასო უმაღლესი განათლების მიღების მსურველი ქართველი აბიტურიენტებისთვის განაცხადების მიღების ვადა გაახანგრძლივა.

ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია Telegram-არხზე ავრცელებს.

„მაღალი მოთხოვნის გამო, რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო განათლების მიღების მსურველი ქართველი აბიტურიენტების მიღება 15 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

არ გამოტოვოთ თქვენი შესაძლებლობა, სექტემბრიდან რუსეთის ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდეთ,“ - წერია განცხადებაში.