„კომერსანტის“ ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება იგეგმება.

წყაროს ცნობით, მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციებს სუს-ი და აუდიტის სამსახური გადაინაწილებენ.

ცნობისთვის, დღეს, 11 ნოემბერს, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მათივე ინფორმაციით,  კუპრაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია თანამშრომლებს დღეს თათბირზე მიაწოდეს. თუმცა, მოგვიანებით პრესსამსახურში განაცხადეს, რომ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ „გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“.