საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობაზე. განიხილეს მიმდინარე პროგრამები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით.
აღინიშნა გაეროს მნიშვნელოვანი როლი მდგრადი განვითარების მიზნების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის პროცესში.
საუბრისას ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა დიდიე ტღებიუკს გაეროს მნიშვნელოვანი როლისთვის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძე საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს?

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომრები დაკარგეს
2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა
ვმუშაობთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ტრანზიტი რაც შეიძლება სწრაფად გახდეს შესაძლებელი - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო დეკლარაციაზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია - თურქეთის საგარეო
ისტორიული შეთანხმება გზას უხსნის რეგიონის სტაბილური განვითარების ახალ შესაძლებლობებს - საგარეო საქმეთა სამინისტრო